ავტორიზაცია

ჰაკიმი რეალიდან წასვლაზე: "ჩემი გაყიდვა კოვიდის გამო უნდოდათ, ზიდანს ამასთან საერთო არაფერი აქვს"

ჰაკიმი რეალიდან წასვლაზე: "ჩემი გაყიდვა კოვიდის გამო უნდოდათ, ზიდანს ამასთან საერთო არაფერი აქვს"
თარიღი 25 Sep 2021, 13:27

"პარი სენ ჟერმენის" მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ 2020 წელს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შესახებ ისაუბრა.

"როცა ზიდანმა პირველად დამირეკა, მეგობრებთან ერთად ვიყავი და სახლთან ახლოს ვისხედით, ვსაუბრობდით. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და დავინახე, რომ ზიდანი იყო! როგორც მითხრა, ვითამაშებდი. არ ველოდი".

"ზიდანისგან ბევრი რამ ვისწავლე. იმასთან, რაც 2020 წელს მოხდა, მას საერთო არაფერი აქვს. იყო კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა ასპექტებიც. "რეალს" ჩემი გაყიდვა უნდოდა".

"მაშინ ზიდანთან ისეთი საუბარი მქონდა, რომელიც ჩვენს შორის რჩება. მისი აზრი განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ხელმძღვანელობა ფიქრობდა", - თქვა ჰაკიმიმ L'Equipe-სთან ინტერვიუში.

22 წლის მაროკოელი "რეალის" აღზრდილია. 2018 წლიდან 2020 წლამდე იგი იჯარით "დორტმუნდში" ირიცხებოდა. "სამეფო კლუბში" დაბრუნების შემდეგ, მან პრაქტიკულად უმალვე დატოვა კლუბი და "ინტერში" გადავიდა. მადრიდულმა გრანდმა მის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონი ევრო მიიღო.

ამ სეზონში ჰაკიმიმ საფრანგეთის ჩემპიონატში "პარი სენ ჟერმენის" რიგებში 7 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.