ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი: "მილანში დაბრუნებისთანავე გასახდელში ვიკითხე: "ვის უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ მატჩში?"

იბრაჰიმოვიჩი: "მილანში დაბრუნებისთანავე გასახდელში ვიკითხე: "ვის უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ მატჩში?"
თარიღი 25 სექ 2021, 16:50

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაბრუნების შემდეგ კლუბში გატარებული პირველი დღეები გაიხსენა.

"როცა "მილანში" დავბრუნდი, გასახდელში შევედი და ვიკითხე: "ვის უთამაშია ჩემპიონთა ლიგის თუნდაც ერთ მატჩში?". მხოლოდ ორმა აწია ხელი. ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო".

"გასულ სეზონში მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და იტალიის ჩემპიონატის მოგება იყო. მეორე დავალება ვერ შევასრულე, მაგრამ ახლოს ვიყავით, სეზონი მეორე ადგილზე დავასრულეთ".

"საქმე მხოლოდ ჩემში არ არის, ერთად უდიდესი სამუშაო გავწიეთ. თანაგუნდელები - ახალგაზრდები და გამოუცდელებიც კი - მიხვდნენ, რა იყო საჭირო იქ მოსახვედრად, სადაც გასული წლის მაისში ვიყავით".

"ჩემმა პარტნიორებმა გააცნობიერეს, თუ რა გვჭირდებოდა გამარჯვებისთვის. ყველანი ვმუშაობთ ამაზე", - ციტირებს შვედის სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, 39 წლის სუპერვარსკვლავი "მილანში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა. "როსონერის" ღირსებას ზლატანი 2010 წლიდან 2012 წლამდეც იცავდა.