ავტორიზაცია

"ეს FIFA არ არის, ზედმეტი მოსდით", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ლინგარდი და სანჩო გააკრიტიკა

"ეს FIFA არ არის, ზედმეტი მოსდით", - მანჩესტერის ექს-ფეხბურთელმა ლინგარდი და სანჩო გააკრიტიკა
თარიღი: 25 სექ 2021, 16:59

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა "ეშმაკუნების" შემტევები, ჯეიდონ სანჩო და ჯესი ლინგარდი გააკრიტიკა.

"მესმის, სანჩო ჯერ კიდევ სწავლობს, ძალიან ახალგაზრდაა. მაგრამ ეს FIFA არ არის და ასე არ ხდება - მოტყუებაზე წახვიდე და ორი, სამი, ოთხი მეტოქე ჩამოიშორო ან პატარა ტრიუკები გააკეთო".

"დიახ, სასიამოვნოა, როცა რაღაც ასეთი გამოგდის, მაგრამ სანჩოსა და ლინგარდს ზედმეტი მოსდით. უბრალოდ ნამდვილი ფეხბურთის თამაშია საჭირო", - ციტირებს ვეტერანის სიტყვებს The United Stand.

შეგახსენებთ, 21 წლის სანჩო "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდიდან" გადავიდა 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

რაც შეეხება ლინგარდს, 28 წლის ინგლისელი მანიკუნიანელთა რიგებში სეზონის წინ დაბრუნდა, 2020/21 წლების სეზონის ნაწილი მან იჯარით "ვესტ ჰემში" გაატარა.