ავტორიზაცია

ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება — დიბალა იუვენტუსის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება

ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება — დიბალა იუვენტუსის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ხდება
თარიღი 25 Sep 2021, 17:05

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის.

როგორც იტალიურ პრესაში წერენ, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 27 წლის არგენტინელი წლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ბონუსების ჩათვლით.

"ბებერ ქალბატონში" დიბალაზე მაღალანაზღაურებადი მხოლოდ მცველი, მატეის დე ლიგტი იქნება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ კლუბი ყველაზე მეტს უხდის - წლიურად 12 მილიონს.

"სამპდორიასთან" შეხვედრის წინ, პაულოს აგენტი, ხორხე ანტუნი "იუვეს" ხელმძღვანელობას შეხვდა დეტალების შესათანხმებლად.

მიმდინარე სეზონში დიბალამ, რომელიც "ბიანკონერიში" 2015 წლიდან ირიცხება, სერია ა-ს 4 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი მიითვალა.