"ვიცი ჭორების შესახებ", - კუმანი ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავის შესაძლო გათავისუფლებაზე გავრცელებულ ჭორებზე განცხადება გააკეთა.
გარდა ამისა, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას რეაქციაზე ისაუბრა, რომელმაც მწვრთნელის მომზადებული განცხადება შეაფასა.
"იმ დღის შემდეგ არაფერი მომხდაა. ლაპორტას თვითმფრინავში მხოლოდ "კადისთან" მატჩზე ველაპარაკე", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Marca.
"საკუთარ მომავალზე ცოტა რამის თქმა შემიძლია, რადგან დიდი ხანია გაზეთი არ წამიკითხავს. ჭორების შესახებ ვიცი, მაგრამ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, - გამარჯვებაა. ჭორები ვრცელდება, სახელდება გვარები... ეს ჟურნალისტების სამუშაოა".
"არ ვაპირებ ძალების დახარჯვას იმაზე, რაზეც გავლენის მოხდენა არ შემიძლია", - დასძინა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა.