გვარდიოლა: "რაც დღეს ჩემმა ბიჭებმა გააკეთეს, პირადად ჩემთვის საამაყოა"
„მან სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ „ჩელსისთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.
შეხვედრა პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
„ბიჭები დღეს შესანიშნავები იყვნენ. ამ სტადიონზე ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გააკეთო ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ - პირადად ჩემთვის საამაყოა.
აქ ჩამოვედით და ჩვენი თამაშის ევქმენით. ზოგჯერ შეიძლება რაღაც არ გამოგდიოდეს, იმიტომ რომ მეტოქე იყოს უკეთესი. მაღალ პრესინგში კარგები ვიყავით, ამიტომაც „ჩელსიმ“ თავისი შეტევები ვერ განახორციელა.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.
მას შემდეგ, რაც ტუხელი „ჩელსიში“ დაინიშნა, გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ჩათვლით მეოთხედ დაუპირისპირდნენ და აქამდე, გვარდიოლას ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა.