ავტორიზაცია

VIDEO: სილესენის ურთულესი სეივი 97-ე წუთზე

თარიღი 25 სექ 2021, 23:59

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში ვალენსიასა და ბილბაოს ატლეტიკის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

საწყის 6 ტურში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი უკანასკნელ შეხვედრებში არადამაჯერებელი თამაშის გამო სკამზე გადაჯდა და იასპერ სილესენმა 11-ეულში ადგილი დაიბრუნა.

97-ე წუთზე ნიდერლანდელმა მეკარემ ურთულესი სეივით ვალენსია წაგებას გადაარჩინა.

7 ტურის შემდეგ ვალენსიას 11 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.