ზენიტის რუსი მცველი: "ჩემი გოგონა ნახევრად ქართველია"
ზენიტის რუსი ცენტრალური მცველის, დმიტრი ჩისტიაკოვის განცხადებით, იგი საქართველოში არაერთხელ ყოფილა.
ამის შესახებ 27 წლის ფეხბურთელმა რუსულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, როცა მეუღლეზე ჰკითხეს.
"ჩემი მეგობარი გოგოს დედა ქართველია. ის იქ დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ პეტერბურგში ჩამოვიდა სასწავლებლად და აქ დაქორწინდა. გამოდის, რომ ჩემი შეყვარებული ნახევრად ქართველია.
საქართველოში ვყოფილვარ და თან, არაერთხელ! პირველად ჩემი მეგობარი გოგონას გარეშე ვიყავი. შეკრება გვქონდა საქართველოსთან ახლოს და გადავედი, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ყველა მეგობრული და სტუმართმოყვარეა, ეგრევე სუფრები გაიშალა. უგემრიელესი ღვინით გამიმასპინძლდნენ, მაგარი იყო," - განაცხადა ჩისტიაკოვმა.
დმიტრი ჩისტიაკოვი 2 წელია ზენიტის ძირითადი შემადგენლობის და რუსეთის ნაკრების წევრია.