მოლაპარაკებებიც გაიმართა — ისკო იანვარში რეალიდან სერია ა-ს გრანდში გადავა?

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "სამეფო კლუბის" 29 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებით "მილანია" დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერიმ" ისკოსთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და იანვარში ტრანსფერის თაობაზე შეთანხმების იმედი აქვს.
გასულ სეზონში "რეალის" შუახაზელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
Transfermarkt-ის ვერსიით, ისკოს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 18 მილიონ ევროს შეადგენს.