ჟორჟინიო: "2018 წელს, სანამ ჩელსიში გადავიდოდი, სიტიში გადაბარგებასთან ვიყავი ახლოს"

"ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ განაცხადა, რომ "ნაპოლიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა შეეძლო.
29 წლის იტალიელმა როგორც BT Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, 2018 წელს ლონდონური კლუბის ნაცვლად მანჩესტერულ კლუბში გადაბარგებასთან იყო ახლოს.
"2018 წელს, სანამ "ნაპოლიდან" "ჩელსიში" გადავიდოდი, "მანჩესტერ სიტი" მეპატიჟებოდა", - აცხადებს "არისტოკრატთა" ნახევარმცველი.
"ინტერესი იმდენად სერიოზული გახლდათ, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად დახურული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში იქ აღმოვჩნდი, სადაც ვარ", - დასძინა ჟორჟინიომ.
ცნობისთვის, იტალიელ ფეხბურთელს საერთო ჯამში "ჩელსის" მაისურით 148 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 17 გოლი გატანილი და 4 შედეგიანი პასი გაკეთებული.