ავტორიზაცია

20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს

20 ათასი ევრო ყოველთვიურად ქირაში — მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იცხოვრებს
თარიღი 26 სექ 2021, 14:10

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში თვეში 20 ათას ევროდ სახლს ქირაობს, წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის ოჯახი აქამდე სასტუმროში ცხოვრობდა.

ორსართულიანი სახლის საცხოვრებელი ფართი 300 კვადრატული მეტრია. სახლში 4 საძინებელია, ტერიტორიაზე პატარა ბაღიცაა. მესის მეზობლები ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი იქნებიან.

შეგახსენებთ, მესი პარიზულ კლუბში გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ უფასოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ლეომ "პსჟ"-ს მაისურით უკვე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.