ავტორიზაცია

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის

პერესი რეალის გულშემატკივარს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მომავალ წელს მბაპეს იყიდის
თარიღი 26 Sep 2021, 14:22

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ მომავალ წელს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შეძენას აპირებს, იტყობინება Directo Gol.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელი ლა ლიგის მე-7 ტურში "ვილიარეალთან" (0:0) გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს ესაუბრა. ლაპარაკისას ერთ-ერთმა დაიყვირა: "პრეზიდენტო, იყიდე მბაპე!".

საპასუხოდ, პერესმა თქვა: "მომავალ წელს".

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზულ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

როგორც 31 აგვისტოს დაიწერა, "რეალი" მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა "პსჟ"-მ მისი გაყიდვა იუარა.

მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.