ავტორიზაცია

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა", - ბრუნო ფერნანდეში გაფუჭებული პენალტისა და მარცხის შემდეგ
თარიღი 26 სექ 2021, 16:55

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა "ასტონ ვილასთან" (0:1) მარცხის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების 93-ე წუთზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

"ჩემზე იმედგაცრუებული არავინაა, გაფუჭებული პენალტისა და მარცხის გამო. ყოველთვის ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და არასოდეს გავურბივარ ზეწოლას", - წერს ბრუნო სოციალურ ქსელში.

"ნაბიჯი გადავდგი და გამოწვევა იგივე ამბიციებითა და პასუხისმგებლობით მივიღე - ბევრ სხვა შემთხვევაში ბურთი კარის ბადეს მოხვდა. ყველას მადლობა ფინალური სასტვენის შემდეგ მხარდაჭერისთვის. ძლიერი დავბრუნდები", - დასძინა ფერნანდეშმა.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში "ეშმაკუნები" 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.