"მე პასს არ მაძლევს", - მბაპემ გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს ნეიმარზე შესჩივლა

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მე-8 ტურში "მონპელიესთან" (2:0) გამართულ მატჩში ნეიმარისადმი უკმაყოფილება გამოთქვა, წერს RMC Sport.
ზემოთნახსენები გამოცემის თანახმად, 22 წლის ფრანგმა ბრაზილიელის ქმედებებზე ნახევარმცველ იდრისა გეიეს შესჩივლა.
"და მე პასს არ მაძლევს", - თქვა მბაპემ მას შემდეგ, როცა ნეიმარმა საგოლე გადაცემა იულიან დრაქსლერს გაუკეთა.
აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარსა და მბაპეს შორის ურთიერთობა "პსჟ"-ში ლიონელ მესის მისვლის შემდეგ დაიძაბა.