ავტორიზაცია

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება

"ნამდვილად ვერ ითამაშებენ", - იუვენტუსი ჩელსისთან მატჩს უდიდესი დანაკლისით ხვდება
თარიღი 26 Sep 2021, 17:33

"იუვენტუსის" თავდამსხმელები, პაულო დიბალა და ალვარო მორატა სერია ა-ს მე-6 ტურში "სამპდორიასთან" (3:2) მოგებულ მატჩში დაშავდნენ.

როგორც "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, ორივე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან", აგრეთვე იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ტორინოსთან" გასამართ შეხვედრებს გამოტოვებენ.

"დიბალა და მორატა "ჩელსისთან" და "ტორინოსთან" ვერ ითამაშებენ. დანამდვილებით. მხოლოდ იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia. 

მოგეხსენებათ, "სამპდორიასთან" მატჩში ანგარიში სწორედ დიბალამ გახსნა, მაგრამ ტრავმის გამო გოლის შემდეგ სულ რაღაც 20 წუთში შეცვალეს. 

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით "ჩელსის" 29 სექტემბერს უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს კი სერია ა-ში სტუმრად "ტორინოს" დაუპირისპირდება.