ავტორიზაცია

VIDEO: დავით ხოჭოლავამ დანიის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა გააკეთა

თარიღი 26 სექ 2021, 19:56

დანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ნორდსიელანდი საკუთარ მოედანზე კოპენჰაგენთან 1-5 განადგურდა.

სტუმართა შემადგენლობაში 84 წუთი ითამაშა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც 57-ე წუთზე საგოლე გადაცემაც გააკეთა.

დავით ხოჭოლავა კოპენჰაგენს 2021 წლის ზაფხულში დონეცკის შახტარიდან 4 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში დედაქალაქურ გუნდში 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

10 ტურის შემდეგ კოპენჰაგენს დანიის ჩემპიონატში 23 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.