ავტორიზაცია

2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი სერია ზედმეტად გაუგრძელდა

2015 წლის შემდეგ პირველად - ჰარი კეინს მშრალი სერია ზედმეტად გაუგრძელდა
თარიღი 26 Sep 2021, 23:09

დღეს, 26 სექტემბერს „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ლონდონურ დერბიში „არსენალთან“ დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ჰარი კეინისთვის პრემიერ ლიგაში მე-5 აღმოჩნდა.

ჯერჯერობით, ინგლისელ ფორვარდს პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გოლი არ გაუტანია.

ასეთი ხანგრძლივი სერია კეინს მხოლოდ 2015/16-სეზონის სტარტზე ჰქონდა. მაშინ ის მეტოქეების კარის აღებას 6 სასტარტო შეხვედრაში ვერ ახერხებდა.

გასულ სეზონში კეინმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 23 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ასისტენტიც.

ექვსი ტურის შემდეგ „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ ერთნაირი რაოდენობის ქულები (9) მე-10 და მე-11 პოზიციებს იკავებენ.