ავტორიზაცია

"თანამედროვე ფეხბურთში ბაიერნისკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ფულის მფლანგველ გრანდებისკენ", - კაპელო

"თანამედროვე ფეხბურთში ბაიერნისკენ უფრო ვიხრები, ვიდრე ფულის მფლანგველ გრანდებისკენ", - კაპელო
თარიღი: 27 სექ 2021, 11:14

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ისაუბრა ლიონელ მესის "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შესახებ და ამის გარდა, ზოგადად, თანამედროვე ფეხბურთზეც.

"კორონავირუსის პანდემიის ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, ძალაუფლება არაბებისა და რუსების ხელში გადავიდა. მესის პარი სენ-ჟერმენში გადასვლა ამ ფაქტით არის განპირობებული.

საბედნიეროდ, არსებობს ბაიერნი და ზოგადად გერმანული ფეხბურთი, რომელსაც ფულის მფლანგველ პრემიერ ლიგის კლუბებსა და პსჟ-ზე მაღლა ვაყენებ", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, არგენტინელი თავდამსხმელის გარდა, პარიზელებმა ამ ზაფხულს დაიმატეს სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი.

რაც შეეხება ეპლ-ს, ლონდონის "ჩელსიმ" გადმოიბირა რომელუ ლუკაკუ (130 მილიონი ევრო), რითაც დაამყარა ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი, მოთამაშის ყიდვის საკითხში.