ავტორიზაცია

"რონალდუ ამჟამინდელი იუვენტუსით ჩემპიონთა ლიგას კვლავ ვერ მოიგებდა", - კაპელო

"რონალდუ ამჟამინდელი იუვენტუსით ჩემპიონთა ლიგას კვლავ ვერ მოიგებდა", - კაპელო
თარიღი 16 სექ 2021, 20:18

"რეალისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ვფიქრობ, ამჟამინდელ "იუვენტუსზე" დასკვნები გამოიტანა. ჩემი აზრით, ხედავს, რომ დღეს "იუვეს" საერთაშორისო დონეზე ბრძოლის ძალა არ შესწევს".

"იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგაზე სამწლიანი წარუმატებლობა ჰქონდა. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა კრიშტიანუმ წასვლა".

"ჩემპიონებს ყოველთვის პატივს ვცემდი. ჩემი აზრით, დიდებული ჩემპიონები ეხმარებიან გუნდს გამარჯვებაში, მაგრამ ამავდროულად ერთ ფეხბურთელს არ შეუძლია მუდმივად დადოს შედეგები შესანიშნავი ორკესტრის გარეშე", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.