ოფიციალურად: დინამო თბილისმა გიორგი ჩხეტიანი ბრაგაში გაანათხოვრა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველი, გიორგი ჩხეტიანი განათხოვრების წესით "ბრაგას" 23-წლამდელთა გუნდში ერთ სეზონს ითამაშებს. ტრანსფერი დაიხურა.
ქართველმა ვინგბექმა პირველი კომენტარის გაკეთებაც მოასწრო - "აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, ბრაგა დიდი კლუბია. ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენას.
დინამოს აქვს ძალიან მდიდარი ისტორია, თუმცა პორტუგალიაში გადასვლის შესაძლებლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს, არ მიყოყმანია", - განაცხადა მინიუელთა ახალწვეულმა განაპირა მცველმა.
შეგახსენებთ, 18-წლის ფლანგელმა მიმდინარე სეზონში მოასწრო ორი შეხვედრის ჩატარება, ერთი ეროვნულ ლიგაში, მეორე კი დავით ყიფიანის სახელობის თასზე.
რაც შეეხება საერთაშორისო კარიერას, ჩხეტიანს საქართველოს ეროვნული ნაკრების 17-წლამდელთა გუნდში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. წარმატებები ქართველ მცველს!