ავტორიზაცია

რა უთხრა ემილიანო მარტინესმა ბრუნო ფერნანდეშს პენალტის დარტყმის წინ?

რა უთხრა ემილიანო მარტინესმა ბრუნო ფერნანდეშს პენალტის დარტყმის წინ?
თარიღი 27 სექ 2021, 12:35

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში წააგო ბირმინგემის "ასტონ ვილასთან", ანგარიშით 0:1, ბრუნო ფერნანდეშმა კი 93-ე წუთზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმის წინ, პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველსა და "ლომების" მეკარეს, ემილიანო მარტინესს შორის მცირე დიალოგიც კი შედგა.

საქმე ისაა, რომ არგენტინელი გოლკიპერი "წითელი ეშმაკების" ფლეიმეიქერს მოუწოდებდა 11-მეტრიანის კრიშტიანუ რონალდუსთვის დათმობას, თუმცა შემდეგ ის თანაგუნდელებმა გაწიეს.

ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ სწორედ "ვილიანების" კარის დარაჯის თრეშ თოქმა გატეხა მორალურად 27-წლის გამთამაშებელი, რის შედეგედაც მან პენალტი ვერ გამოიყენა.

"მანკუნიანელებმა" წააგეს, ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა კი ერთი ქულა გახდა. ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდს აქვს 13 ქულა, ისევე როგორც ლონდონის "ჩელსის", მეზობელ "მანჩესტერ სიტის" და "ევერტონს".

"მანჩესტერის" შემდეგი მოწინააღმდეგე სწორედ რაფაელ ბენიტესის გუნდი იქნება. შეხვედრა გაიმართება 2 ოქტომბერს, ჩვენი დროით 15:30 საათზე. "იუნაიტედს" იქამდე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურიც ელის.