"16 წლის გრილიში მანჩესტერში არ გავუშვით", - მაკლიში
ბირმინგემის "ასტონ ვილას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა განაცხადა, რომ წლების წინ, ჯეკ გრილიში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან იყო ახლოს.
"ხალხი გრილიშს ურჩევდა ასტონ ვილას დატოვებას და მანჩესტერში გადასვლას. სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ ის მთავარ გუნდში სულ რაღაც 16 წლის ასაკში. ამით, ინგლისელს ნდობა გამოვუცხადეთ.
მის შესანარჩუნებლად გავაკეთეთ ყველაფერი, რადგან ჯეკზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იმ დროს არავინ იყო", - განაცხადა შოტლანდიელმა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, "ლომების" ახლა უკვე ყოფილი კაპიტანი გახდა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი, ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.