ავტორიზაცია

VIDEO: ლაციოს ფანები დასცინოდნენ ძანიოლოსა და დედამისს, ფეხბურთელებმა მათ უხამსი ჟესტით უპასუხა

თარიღი 27 სექ 2021, 13:33

"რომა" - "ლაციოს" დაპირისპირებას სკანდალური ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. "არწივების" გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში დასცინოდნენ ნიკოლო ძანიოლოსა და დედამისს.

იტალიელ შემტევს ხშირი ტრავმიანობის გამო, მის მშობელს კი სოციალურ ქსელებში ზედმეტად თამამი ფოტოების გამო. "მგლების" ვინგერმა "ბიანკოჩელესტეს" ფანებს უხამსი ჟესტით უპასუხა.