ჟოზე მოურინიომ რომაში ლუის ენრიკეს ანტი-რეკორდი გაიმეორა
სერია ა-ს გასულ ტურში გაიმართა დედაქალაქური დერბი, რომელშიც "რომამ" "ლაციოსთან" ანგარიშით 2:3 წააგო. "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ერთგვარი ანტი-რეკორდი დაამყარა.
პორტუგალიელი დამრიგებელი გახდა "ჯალოროსის" პირველი თავკაცი 2011 წლის შემდეგ, რომელმაც თავის სადებიუტო დერბიში მარცხი იწვია. "წითელ-ყვითლების" ამჟამინდელმა სპეციალისტმა ლუის ენრიკეს შედეგი გაომეორა.
ესპანელი მწვრთნელიდან 58-წლის დამრიგებლამდე, "სტადიო ოლიმპიკოზე" მუშაობდნენ ზდენეკ ზემანი, რუდი გარსია, ლუჩანო სპალეტი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, კლაუდიო რანიერი და პაულუ ფონსეკა, მათ მეზობლებთან სადებიუტო დერბიში არ წაუგიათ.
აქვე დავამატებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ, მოურინიოს გუნდი 12 ქულით მეოთხე ადგილზე არის. ცხრილს ლიდერობს "ნაპოლი", "რომელთანაც" "რომას" 6-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.
აქვე დავამატებთ, რომ "მგლების" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "ემპოლი", რომელთან შეხვედრაც გაიმართება 3 ოქტომბერს, ჩვენი დროით 20:00 საათზე. ასეთია "ჯალოროსის" ამჟამინდელი მდგომარეობა.