"იტალიაში ფეხბურთი გაუმჯობესდა, მაგრამ მსაჯები - არა", - მოურინიომ რომაული დერბის წაგება რეფერის დააბრალა
ჟოზე მოურინიო თავის სტიქიაშია.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ლაციოსთან“ წაგებული რომაული დერბი მსაჯებს და ვიდეორეფერის დააბრალა.
„მინდა თავიდან რაღც დადებითი ვთქვა. იტალიური ფეხბურთი საგრძნობლად გაიზარდა იმასთან შედარებით, რაც აქ 10 წლის წინ იყო. ყველაფერი უკეთესი გახდა - ფეხბურთის ხარისხი, შემტევი თამაში, გამარჯვების სურვილი.
თუმცა, სამწუხაროდ ეს ფანტასტიკური მატჩი მსაჯებმა და VAR-მა გააფუჭა. ისინი ასეთი მატჩისთვის შესაფერის დონეზე არ მუშაობდნენ. ლუკას ლეიტას დამსახურებული მეორე ყვითელი ბარათი თამაშზე იმოქმედებდა, მაგრამ ის არ უჩვენეს.
ვფიქრობ, ჩემი გუნდი უკეთესი იყო. მეორე და მესამე გოლები კონტრშეტევაზე გაგვიტანეს. მეორე გაშვებული გოლის წინ, პენალტი უნდა დაგვერტყა, მაგრამ ნაცვლად ამისა ჩვენ კარზე მივიღეთ შეტევა.
ვდომინირებდით, მაგრამ მსაჯმა „ლაციოს“ ბოლო წუთებზე თამაშის გაკონტროლების საშუალება მისცა. იტალიაში ფეხბურთი გაუმჯობესდა, მაგრამ მსაჯები - არა.“ - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Football Italia.