ავტორიზაცია

რუმენიგე: "ჰოლანდის ბუნდესლიგიდან წასვლა გარდაუვალია"

რუმენიგე: "ჰოლანდის ბუნდესლიგიდან წასვლა გარდაუვალია"
თარიღი 27 სექ 2021, 14:19

"ბაიერნის" ყოფილი გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ძალიან მალე გერმანიის ჩემპიონატს დატოვებს.

"ჰოლანდი ბუნდესლიგაში წამყვანი ფიგურაა, ვფიქრობ, გერმანიაში დიდხანს არ დარჩება. აქ ყოფნა გაუჭირდება. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ წავა", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელის ტრანსფერის განსახორციელებლად საერთო ჯამში 580 მილიონი ევროა საჭირო, 5-წლიანი კონტრაქტის გათვალისწინებით.

ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის იანვრიდან ასპარეზობს. 2020/21 წლების სეზონში მან 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 47 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 130 მილიონს შეადგენს.