ავტორიზაცია

"ცრემლები მომდის", - დორტმუნდის დირექტორი მანჩესტერში სანჩოს თამაშზე

"ცრემლები მომდის", - დორტმუნდის დირექტორი მანჩესტერში სანჩოს თამაშზე
თარიღი 27 სექ 2021, 21:12

"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ "მანჩესტერ იუნაიტედში" ნახევარმცველ ჯეიდონ სანჩოს თამაშის შესახებ ისაუბრა.

"ჯეიდონი მიყვარს. მაგრამ მისი თამაშის გამო ცრემლები მომდის. მტკივნეულია ჩემთვის იმის ხილვა, რომ "ემიუში" ცოტას თამაშობს".

"ვფიქრობ, პრობლემა იმაშია, რომ იგი ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ არის", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sport1.

მოგეხსენებათ, 21 წლის ინგლისელი 2017 წლიდან "დორტმუნდში" თამაშობდა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს გადავიდა, "ეშმაკუნებთან" მან 2026 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიმდინარე სეზონში სანჩომ მანიკუნიანელთა მაისურით 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.