ავტორიზაცია

"ბიჭები ერთმანეთს ესაუბრნენ", - პოჩეტინო მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტზე გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება

"ბიჭები ერთმანეთს ესაუბრნენ", - პოჩეტინო მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტზე გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება
თარიღი 27 Sep 2021, 22:13

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თქვა, რომ ნეიმარსა და კილიან მბაპეს შორის კონფლიქტზე არსებული ჭორები ძალიან გაზვიადებულია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელსა და ფრანგს შორის გუნდში ლიონელ მესის მისვლის შემდეგ ურთიერთობა გაფუჭდა. "მონპელიესთან" (2:0) მატჩში მბაპე შეცვალეს და იდრისა გეიეს შესჩივლა იმაზე, რომ ნეიმარი პასებს არ აძლევდა.

"ორი ფანტასტიური ბიჭია. ფეხბურთში კონკურენციაა და ასეთები ხდება. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ინციდენტმა დიდი ხმაური გამოიწვია, მაგრამ გუნდის შიგნით არაფერი ყოფილა. ბიჭები ერთმანეთს ესაუბრნენ, მეც ველაპარაკე მათ. დავინახეთ, რომ ვარჯიშზე იცინოდნენ", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს L'Equipe.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, "პსჟ" - "მანჩესტერ სიტი" 28 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.