დონარუმა პსჟ-ში უკმაყოფილოა — რას აპირებს იტალიელი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე?
"პსჟ"-ს გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
აქამდე გავრცელებული ჭორების თანახმად, 22 წლის იტალიელმა იანვარში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, რადგან უკმაყოფილოა იმით, რომ გუნდის პირველი ნომერი არ არის.
როგორც აღინიშნება, იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარისადმი კონკრეტული ინტერესი უკვე გამოიჩინეს "მანჩესტერ სიტიმ" და "რეალმა".
შეგახსენებთ, დონარუმა "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაუშვა.
დონარუმა პსჟ-ში ბედნიერი არ არის - გუნდის ლიდერები მხარს კეილორ ნავასს უჭერენ