დონარუმა პსჟ-ში ბედნიერი არ არის - გუნდის ლიდერები მხარს კეილორ ნავასს უჭერენ
გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმა „პსჟ-ში“ თავისი მდგომარეობით კმაყოფილი არ არის.
იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ს ინფორმაციით, დონარუმა კეილორ ნავასთან რთულ კონკურენციას ელოდა, თუმცა არ ეგონა, რომ სათადარიგოთა სკამზე ამხელა დროის გატარება მოუწევდა.
სიტუაციით გაკვირვებულია მეკარის აგენტი მინო რაიოლაც, რომელიც სეზონის დაწყებამდე ირწმუნებოდა, რომ დონარუმა ამავე სეზონში „პსჟ-ს“ ძირითადი გოლკიპერი გახდებოდა.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, დონარუმას სასტარტოში დაყენება უჭირს, რადგან გუნდის წამყვანი ლათინოამერიკელები - ლეო მესი, ნეიმარი, ანხელ დი მარია, მარკინიოსი და პარედესი, ორ მეკარეს შორის მხარს სწორედ კეილორ ნავასს უჭერენ.
პოჩტინოს ასეთ რთულ სიტუაციაში მოხვედრა არ სურდა. თუმცა, დონარუმას დამატებით გადაწყვეტილება პირადად „პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მიიღო.
ამ სეზონის 8 მატჩიდან დონარუმამ სასტარტოში მხოლოდ 2 დაიწყო.
ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელი „პსჟ-ში" გასულ ზაფხულს „მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ რაც მშობლიურ გუნდს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა.