ავტორიზაცია

სარი: "სერია ა-ს პრემიერ ლიგასთან შედარება არ შეიძლება, ისინი სხვა დონეზე არიან"

სარი: "სერია ა-ს პრემიერ ლიგასთან შედარება არ შეიძლება, ისინი სხვა დონეზე არიან"
თარიღი 27 სექ 2021, 23:02

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, რომელსაც "ჩელსიში" უმუშავია, სერია და პრემიერ ლიგა შეადარა ერთმანეთს.

სარი "რომას" თავკაცის, ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა - პორტუგალიელმა სპეციალისტმა რომაული დერბის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა 3:2 მოიგო, თქვა, რომ იტალიის ჩემპიონატი გაიზარდა.

"პრემიერ ლიგაში ერთი წელიწადი ვიმუშავე და ასეთი მატჩები იქ საკმაოდ ხშირადაა".

"სამწუხაროდ, პრემიერ ლიგასთან შედარება არ შეიძლება. ახლა ისინი ფეხბურთელების დონით, აჩქარებისა და თამაშის რიტმით სხვა დონეზე არიან".

"მაგრამ აქ ვხედავ ჩემპიონატს, რომელშიც იდეები არსებობს. შეიძლება, მეორე წრეში გარკვეული უკუსვლა იქნება, რაც იტალიაში ხშირად ხდება", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sport Italia.

"ახალგაზრდა ბიჭმა უხამსი ჟესტი აჩვენა", - რატომ მიიღო წითელი ბარათი სარიმ მილანთან მატჩის შემდეგ?