ავტორიზაცია

"გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - დორტმუნდის აღმასრულებელი დირექტორი ჰოლანდის მომავალზე

"გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია", - დორტმუნდის აღმასრულებელი დირექტორი ჰოლანდის მომავალზე
თარიღი 27 სექ 2021, 23:09

"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ განაცხადა, რომ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი შეიძლება მომავალ ზაფხულსაც დარჩეს გუნდში.

"ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმაზე, წავა თუ არა ზაფხულში. მოდით, მოვიცადოთ და ვნახოთ".

"ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს: "ბაზარზე მოთხოვნადია და ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ". მაგრამ ეს სიცრუეა. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, არის თუ არა ვინმეს გაყიდვა საჭირო, მხოლოდ ჩვენი ხელმძღვანელობა იღებს".

"ერლინგი ყველაფრის გასაღებია. არც ოპტიმიზმს, არც პესიმიზმს ვერ ვგრძნობ. აგენტ რაიოლასთან კარგი ურთიერთობა მაქვს".

"რაღაც მომენტში ჰოლანდი მაინც ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში უკვე თამაშობს კიდეც", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sport1.