გვარდიოლა მესიზე, ნეიმარსა და მბაპეზე: "არ ვიცი, როგორ უნდა შევაჩეროთ ისინი"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ "პსჟ"-ს შეტევის ხაზზე ისაუბრა.
"როგორ შევაჩეროთ მესი, ნეიმარი და მბაპე? არ ვიცი. მათი ოსტატობის გათვალისწინებით, არ ვიცი, მათ გასაჩერებლად რა უნდა გავაკეთო, ნამდვილად".
"შესათამაშებლად დრო სჭირდებათ, მაგრამ როგორც წესი, არ აძლევენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ოსტატობა არ იკარგება. წლების მანძილზე "პსჟ"-ს გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები ჰყავს. საფრანგეთის ჩემპიონატში, თასებზე, ევროპაშიც აღწევენ წარმატებებს.
"ვაცნობიერებთ, რამდენად რთული იქნება. მაგრამ ამავდროულად ვეცდებით ჩვენსას მივაღწიოთ".
"მესის დონეზე თავისთავად მეტყველებს. მისი აღწერა საჭირო არ არის. ის, რასაც მიაღწია, ფენომენალურზე მეტია. მისი ტრანსფერი რაღაც მხრივ ყველასათვის სიურპრიზი იყო, ამის წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ რთული იყო, მაგრამ ეს მოხდა. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია, როგორც ცხოვრება".
"დარწმუნებული ვარ, პარიზში ბედნიერი იქნება", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს ESPN.