ავტორიზაცია

აბსოლუტური რეკორდი - ხოსეპ გვარდიოლასთვის ჩელსისთან მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებული აღმოჩნდა

აბსოლუტური რეკორდი - ხოსეპ გვარდიოლასთვის ჩელსისთან მოპოვებული გამარჯვება განსაკუთრებული აღმოჩნდა
თარიღი 25 სექ 2021, 21:16

პრემიერ ლიგის მე-6 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა.

„ქალაქელების“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ეს გამარჯვება ხოსეპ გვარდიოლასთვის სარეკორდო აღმოჩნდა.

კერძოდ, გვარდიოლამ „სიტის“ მაისურით 221-ე მატჩი მოიგო და ყველა დროის რეკორდი დაამხო.

აქამდე, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი ლეს მაკდაუელი იყო, რომელმაც 220 გამარჯვების მოპოვებას 13 წელი მოანდომა.

221 გამარჯვების მოსაპოვებლად გვარდიოლას „სიტიში“ 303 მატჩის ჩატარება დასჭირდა - 37 მატჩში ფრე დაფიქსირდა, 45 შეხვედრა კი გუნდმა დათმო.

„ამით ძალიან ვამაყობ. პერიოდი, რომელსაც ერთად გავდივართ, შესანიშნავია. მატჩები შეიძლება წავაგოთ, ფინალიც დავთმოთ, მაგრამ ყველა მატჩში სიმამაცით ვთამაშობთ. ყოველთვის ვცდილობთ ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ეს მეამაყება.“ - აღნიშნა მატჩის შემდეგ გვარდიოლამ.