პოჩეტინო პსჟ-ს შესახებ: "ჩვენი ოცნებაა ევროპაში საუკეთესოები გავხდეთ, მაგრამ დროა საჭირო"

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ტიტულებისთვის ბრძოლის შესახებ გააკეთა განცხადება.
"ის, რომ ჩვენი გუნდი შენდება, ფაქტია. ეს უბრალოდ მოსაზრება არ არის".
"მოდით გონივრულად ვიაზროვნოთ, ისტორიას შევხედოთ. "პსჟ" მშენებლობის პროცესშია. აქ განსახილველი არაფერია".
"მანჩესტერ სიტი" მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობს - პეპ გვარდიოლასი, მე ასე ვფიქრობ. მათ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. მაგრამ იმ გუნდების სია, რომლებსაც ტურნირის მოგება შეუძლიათ, სხვებსაც ჩავრთავდი - სულ დაახლოებით თხუთმეტს".
"ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა. ჩვენი კლუბი 50 წლის არის და ყოველთვის ცდილობდა ევროპის საუკეთესო გუნდი გამხდარიყო. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, მოთმინებას და ინვესტიციას ითხოვს. "მანჩესტერ სიტი" ამ თვალსაზრისით "პსჟ"-ზე წინ არის, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
"ვეცდებით მათ თამაშში შეცდომები ვიპოვოთ და ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს ESPN.