ბრაჰიმ დიასი: "იბრა ჩემთვის უფროსი ძმასავითაა, მოვწონვარ და ეს თავდაჯერებულობას მმატებს"

"რეალის" საკუთრებაში მყოფმა "მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა, ბრაჰიმ დიასმა ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.
"ჩემთვის უფროსი ძმასავითაა. ყოველთვის მაქსიმალური მოთხოვნები აქვს, მაგრამ ყველაზე ყველაზე ძვირფას რჩევებსაც მაძლევს. მოვწონვარ და ეს თავდაჯერებულობას მმატებს".
"დღემდე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, თამაშობს თუ არა. უკვე ის, რომ გუნდშია, პლიუსია. დღემდე შესანიშნავია და ვარჯიშებზე ამას ამტკიცებს", - ციტირებს დიასის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი 22 წლის არის, შვედი სუპერვარსკვლავი კი 39 წლის.