ანელკა: "მბაპეს ბოლო სამი წელი ინგლისში ან ესპანეთში რომ გაეტარებინა, ოქროს ბურთი უკვე ექნებოდა"

"პსჟ"-ს ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ პარიზელთა ფორვარდის, კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.
"სისწრაფის თვალსაზრისით, ფენომენალურია, მასზე უკეთესი არავინ არ არის. თუ "პსჟ"-ს სურს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდეს, კილიანი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს. თუმცა, ვფიქრობ, მბაპემ ყველაფერი გადაწყვიტა: ცვლილებები სჭირდება და ეს გასაგებია".
"ოქროს ბურთზე" ოცნებობს და როგორ მოიპოვოს უეფას კოეფიციენტების მიხედვით ევროპის მეექვსე ლიგაში ასპარეზობით? (ამჟამად საფრანგეთი მე-5 ადგილზეა - ავტ.).
"კილიანს ბოლო სამი წლის მანძილზე ინგლისში ან ესპანეთში რომ ეთამაშა, ეს ჯილდო უკვე ექნებოდა", - ციტირებს ანელკას სიტყვებს Le Parisien.