ავტორიზაცია

"სალაჰი ლივერპულის ისტორიაში სუარესზე და ტორესზე მაღლა დგას", - კრაუჩი

"სალაჰი ლივერპულის ისტორიაში სუარესზე და ტორესზე მაღლა დგას", - კრაუჩი
თარიღი 28 სექ 2021, 11:48

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, მოჰამედ სალაჰის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. ინგლისელმა ექს-ფორვარდმა ეგვიპტელი ლუის სუარესსა და ფერნანდო ტორესზე მაღლა დააყენა.

"სალაჰი არის ფენომენალური ფეხბურთელი. პრემიერ ლიგის ლეგიონერებიდან მასზე სწრაფად 100-გოლიან ნიშნულს მიაღწია მხოლოდ ორმა მოთამაშემ - ანრიმ და აგუერომ.

ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ეგვიპტელი თავდამსხმელი გულშემატკივრების მხრიდან არის დაუფასებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი სუარესსა და ტორესს ეხება.

ავიღოთ ურუგვაელი ფორვარდი - შემადგენლობის მხრივ ის თამაშობდა ერთ-ერთ ყველაზე სუსტი ფორმაციის გუნდში, მოჰამედი კი ვარსკვლავებით სავსე მერსისაიდში არ იკარგება.

ცხადია, რომ იმ გუნდში, რომელშიც თამაშობდა ლუისი, "წითლების" ამჟამინდელი შემტევი კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნებოდა. სტაბილურობით არც ესპანელი გოლეადორის დროინდელი გუნდი გამოირჩეოდა.

ერთი სიტყვით, "სქაუზერების" ოცნების გუნდში ნამდვილად არის ადგილი 29-წლის ბომბარდირისთვის, რასაც ვერ ვიტყვი ატლეტიკოს სტრაიკერსა და ფერნანდოზე".

შეგახსენებთ, რომ სალაჰი "ენფილდზე" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 210 შეხვედრაში 130 გოლის გატანა მოასწრო. ეგვიპტელი უკვე შევიდა "ლივერპულის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეულში.

კლოპი: "სალაჰი ყველაზე სწრაფად მიაღწევს ლივერპულში 150-გოლიან ნიშნულს"