ავტორიზაცია

ვან ბასტენი: "დეპაი ბარსელონას არც კლასით შეეფერება და არც სტილით"

ვან ბასტენი: "დეპაი ბარსელონას არც კლასით შეეფერება და არც სტილით"
თარიღი 28 სექ 2021, 13:24

ამსტერდამის "აიაქსის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, მარკო ვან ბასტენმა, მემფის დეპაის შესახებ ისაუბრა. საკულტო ნიდერლანდელმა ფორვარდმა თანამემამულის სუსტ მხარეებს გაუსვა ხაზი.

"ეჭვი მეპარება იმაში, რომ დეპაი ბარსელონასთვის არის დაბადებული. ის ამ გუნდს არ შეეფერება არც დონით და არც თამაშის სტილით. უკეთ აგიხსნით რასაც ვგულისხმობ.

კატალონიაში თამაშობს გუნდი ერთი მექანიზმით, ყველაფერი აგებულია სწორედ გუნდურობაზე, ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელი კი ზედმეტად ინდივიდუალისტია.

ის თამაშობს ისე, როგორც მას უნდა და არა ისე, როგორც "ბლაუგრანას" სჭირდება. სამწუხაროდ, სხვა სტილით თამაში მემფისს უბრალოდ არ შეუძლია", - განაცხადა "მილანის" ეპოქალურმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემსრულებელმა მიმდინარე სეზონში შვიდ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოასწრო. აქვე დავამატებთ, 27-წლის თავდამსხმელი "კამპ ნოუზე" ლიონის "ოლიმპიკიდან" გადმოვიდა.