ავტორიზაცია

პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება რეალი და არა იუვენტუსი ან პსჟ - Marca

პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება რეალი და არა იუვენტუსი ან პსჟ - Marca
თარიღი: 28 სექ 2021, 13:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას კლუბიდან წასვლა უნდა, იტყობინება Marca. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის თანახმად, ფრანგმა აგენტ მინო რაიოლას აცნობა, რომ "რეალში" თამაში სურს.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელი "ეშმაკუნებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

ამასთანავე, პოლის გარშემომყოფები ნახევარმცველის ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებას უარყოფენ. პოგბა მზად არის მოთმენისთვის, იგი "რეალში" გადასვლას გეგმავს, მაგრამ იცის, რომ ეს ადვილი არ იქნება.

მიმდინარე სეზონში "ემიუს" ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და საკუთარ აქტივში 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. გოლი კი ჯერ არ გაუტანია.