ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც რეალმა გასულ ზაფხულს ლუიზი ვერ დაიმატა

მიზეზი, რის გამოც რეალმა გასულ ზაფხულს ლუიზი ვერ დაიმატა
თარიღი 28 სექ 2021, 12:01

"ფლამენგოს" ცენტრალურ მცველს, დავიდ ლუისს კარიერის მადრიდის "რეალში" გაგრძელება შეეძლო.

ბრაზილიურ კლუბში გადასვლამდე, ფეხბურთელს კარლო ანჩელოტიმ დაურეკა, ვისთან ერთადაც იგი 2011 წელს "ჩელსიში" მუშაობდა - იტალიელმა სპეციალისტმა ლუისს "სამეფო კლუბში" გადასვლა შესთავაზა.

მთავარი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ "რეალის" შემადგენლობაში არაევროკავშირის ქვეყნების ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი ადგილები უკვე შევსებული იყო, თუმცა ანჩელოტი ლუისს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, წერს Globo.

"მქონდა რამდენიმე ვარიანტი, რომლის არჩევის შემთხვევაშიც უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ცხოვრებაც მშვიდი მექნებოდა, მაგრამ მომწონს იმის კეთება, რასაც გული მკარნახობს. ღმერთისგან ბოძებულ ბედს დავუბრუნდი", - განაცხადა ლუისმა "ფლამენგოს" ფეხბურთელის რანგში წარდგენისას.

შეგახსენებთ, 34 წლის სამხრეთამერიკელი გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა და ლონდონის "არსენალი" უფასოდ დატოვა.