ავტორიზაცია

"ზოგ მომენტებში ჯერ კიდევ ძალიან მორცხვობს", - ბრუნომ მანჩესტერის ახალწვეულზე ილაპარაკა

"ზოგ მომენტებში ჯერ კიდევ ძალიან მორცხვობს", - ბრუნომ მანჩესტერის ახალწვეულზე ილაპარაკა
თარიღი 28 Sep 2021, 18:33

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, გუნდის ახალწვეულზე, რაფაელ ვარანზე ილაპარაკა.

ფრანგი მცველი „წითელ ეშმაკებს“ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ 40 მლნ ევროდ შეუერთდა.

„რა თქმა უნდა, ვარანი ნამდვილი გამარჯვებულია, ეს ყველამ კარგად იცის. ის არის შესანიშნავი ბიჭ, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და პარტნიორებს გაძლიერებაში ეხმარება, მას საუცხოო მენტალიტეტი აქვს.

რაფა ჩვენთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ გუნდში ყველას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელები 100%-ით გამოავლენენ იმას, რაც შეუძლიათ.

ზოგ მომენტში ვარანი ჯერ კიდევ ძალიან მორცხვია, იმიტომ რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი გზა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. თუმცა მე მგონია, რომ ის ლიდერია.“ - ციტირებს ფერნანდეშის სიტყვებს „იუნაიტედის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.