ავტორიზაცია

ბრუნოს აცილებული პენალტი იყო დადგმული - შეთქმულების თეორია ტრადიციული ინგლისური გაზვიადებით

ბრუნოს აცილებული პენალტი იყო დადგმული - შეთქმულების თეორია ტრადიციული ინგლისური გაზვიადებით
თარიღი 27 Sep 2021, 16:55

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ბირმინგემის "ასტონ ვილას" შეხვედრის შემდეგ, ინტერნეტში ტრიალებს ერთგვარი შეთქმულების თეორია, რომელიც თავისი გაბუქებითა და აბსურდულობით Daily Mail-სა და Sun-საც კი დაჩრდილავს.

თეორია მდგომარეობს იმაში, რომ ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ააცილა სპეციალურად და არა შემთხვევით, მიზეზი - "წითელი ეშმაკების" მორიგი წაგება, ანუ მიზეზი ოლე-გუნარ სოლსკიაერის გასაშვებად.

აღნიშნული ვარაუდის ავტორმა გაიხსენა 10-წლის წინანდელი მატჩი "ლივერპულსა" და "ბლექბერნ როვერსს" შორის (1:3), რომლის დასრულების შემდეგ, როი ჰოჯსონს კარისკენ მიუთითეს.

აღნიშნულ შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა სტივენ ჯერარდმა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მერსისაიდელებს თამაშის გადარჩენა შეეძლოთ. ნისლიან ალბიონზე საკმაოდ პოპულარულია მოსაზრება, რომ აცილება და ზოგადად ის წაგება სწორედ ინგლისელი თავკაცის გაშვებას ემსახურებოდა.

ცხადია, "წითლების" ინგლისელ ლეგენდარულ კაპიტანს აღნიშნული ფაქტი არასდროს დაუდასტურებია, პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის ფეილიც ამ კატეგორიიდან არის.