"მოაშორეთ სოლსკიაერი და მოიყვანეთ ზიდანი ან კონტე", - აგბონლაჰორი მანჩესტერის შესახებ
ბირმინგემის "ასტონ ვილას" ყოფილმა შემტევმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ოლე-გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვებისკენ მოუწოდა:
"მანჩესტერის ხელმძღვანელობის ადგილზე სოლსკიაერს გავანთავისუფლებდი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან და მის ნაცვლად ზიდანს ან კონტეს დავნიშნავდი.
მიბაძონ ჩელსის, რომელმაც გაუშვა ლამპარდი, მის ადგილზე კი მოიყვანა უფრო გამოცდილი და ტაქტიკურად ძლიერი ტუხელი. ახლა კი შეხედეთ, თუ რას მიაღწია ამ გუნდმა.
იუნაიტედს ჰყავს ძალიან კარგი შემადგენლობა, თუმცა ნორვეგიელი თავკაცი ვერაფერს აკეთებს, ფრანგი ან იტალიელი სპეციალისტი მათ უკეთ აათამაშებდნენ", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" გასულ ზაფხულს გადმოიბირეს კრიშტიანუ რონალდუ, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო, თუმცა მათი თამაშის ხარისხი სტაბილურისგან ჯერ კიდევ შორს არის.
ჰაკიმი რეალიდან წასვლაზე: "ჩემი გაყიდვა კოვიდის გამო უნდოდათ, ზიდანს ამასთან საერთო არაფერი აქვს"