ავტორიზაცია

რონალდუ: "მანჩესტერში არ ჩამოვსულვარ დასასვენებლად, მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდი"

რონალდუ: "მანჩესტერში არ ჩამოვსულვარ დასასვენებლად, მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდი"
თარიღი 27 სექ 2021, 12:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ "ეშმაკუნების" რიგებში ასპარეზობას მინიმუმ 3 წელიწადი აპირებს.

"მოვაგებინებ თუ არა "ემიუს" უახლოესი 5 წლის მანძილზე საჩემპიონო ტიტულს? ამისათვის ვარ აქ. დასასვენებლად არ ჩამოვსულვარ".

"როგორც უკვე ვთქვი, აქ გამარჯვებისთვის ვარ, წლების წინაც ასე იყო. მე და ჩემს თანაგუნდელებს ეს შეგვიძლია. ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის ნაბიჯის წინ გადადგმის კარგი შანსი გაჩნდა".

"მზად ვარ და ვფიქრობ, უახლოესი 3-4 წლის მანძილზე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვიქნები", - ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი რონალდუს სიტყვებს.

36 წლის პორტუგალიელი "ემიუში" 2021 წლის აგვისტოს ბოლოს "იუვენტუსიდან" გადავიდა. აქამდე, კრიშტიანუ ინგლისური გრანდის ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა.