ავტორიზაცია

რაული ჩამოტოვებულია - ბენზემაზე წინ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამი ფეხბურთელია

რაული ჩამოტოვებულია - ბენზემაზე წინ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სამი ფეხბურთელია
თარიღი 29 სექ 2021, 01:31

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში მადრიდის „რეალი“ სენსაციურად „შერიფთან“ დამარცხდა.

ამ შეხვედრაში მადრიდელთა ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელმაც 65-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გოლით ფრანგმა „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, რაულ გონსალეს ბლანკო ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით ჩამოიტოვა და ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

ამჟამად, ბენზემას ლიგაზე 72 გოლი აქვს გატანილი და მასზე წინ მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკი (75), ლეო მესი (121) და კრიშტიანუ რონალდუ (135) არიან.

აღსანიშნავია, რომ ბენზემამ „შერიფთან“ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი პენალტი გაიტანა - იქამდე, 71-ვე მისი გოლი თამაშიდან იყო გატანილი.