VIDEO: პროგრესი სახეზეა - ორი წლის წინ, შერიფი განადგურდა საბურთალოსთან, იქამდე ტორპედოსთანაც დამარცხდა

ტირასპოლის "შერიფი" - გუნდი, რომელმაც განიცადა საოცარი პროგრესი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუ ეტაპზე მადრიდის "რეალისა" და დონეცკის "შახტარის" დამარცხებით უკვე 6 ქულა მოიპოვა.
ორი წლის წინ, მოლდოველები განადგურდნენ "საბურთალოსთან", ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. თბილისელებმა პირველ შეხვედრაშივე მოკლეს ინტრიგა, 3:0 გასვლაზე.
ერთი წლით ადრე კი "შავ-ყვითლები" დამარცხდნენ ქუთაისის "ტორპედოსთან", 1:2, თუმცა განმეორებით შეხვედრაში ქამბექი მოხდა (3:0). უბრალოდ გამაოგნებელია ის ფაქტი, თუ რა სისწრაფით გაუსწრო "შერიფმა" ქართულ კლუბებს პროგრესში.
შერიფი-საბურთალო 0:3
ტორპედო-შერიფი 2:1