ავტორიზაცია

"ასეთი რამ არასოდეს მომსვლია, ეს სიგიჟეა", - რა უთხრა ანჩელოტის შერიფთან მატჩის მეოთხე მსაჯმა?

"ასეთი რამ არასოდეს მომსვლია, ეს სიგიჟეა", - რა უთხრა ანჩელოტის შერიფთან მატჩის მეოთხე მსაჯმა?
თარიღი 29 სექ 2021, 15:06

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ტირასპოლის "შერიფთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ასეთი მატჩების ბედს მცირე დეტალები წყვეტს. კამავინგა ფულბეკად გამოვიყენე, რადგან ამ პოზიციაზე უთამაშია. "შერიფი" თავს კარგად იცავდა, თუმცა ჩვენ ფლანგებიდან მათ კარგად ვუტევდით", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Infinite Madrid.

"აზარს ჯერ კიდევ აკლია გოლები თავის საუკეთესო დონეზე დასაბრუნებლად. კარგი მატჩი ჩაატარა. მეოთხე არბიტრმა მითხრა, რომ მისდამი მეტი პატივისცემა გამომეხატა. ეს სიგიჟეა. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია", - დასძინა მადრიდული გრანდის თავკაცმა.

"რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კარიმ ბენზემამ გაიტანა. სტუმრებმა სამი ქულის აღება ჯასურ იახშიბოევისა და სებასტიენ ტილის გოლების წყალობით მოიპოვეს.