ავტორიზაცია

"სამომავლოდ ეს რეალისთვის გაკვეთილი იქნება", - ანჩელოტიმ შერიფთან მარცხი შეაფასა

"სამომავლოდ ეს რეალისთვის გაკვეთილი იქნება", - ანჩელოტიმ შერიფთან მარცხი შეაფასა
თარიღი 29 სექ 2021, 16:27

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "შერიფთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მადრიდული გრანდისთვის სამომავლოდ ეს შედეგი გაკვეთილი იქნება.

"მხოლოდ შეწუხებულები არ ვართ, შექმნილი ვითარება გვაღიზიანებს. მცირე ნიუანსების გამო წავაგეთ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. შეტევაში უკეთესად ვერც კი ვითამაშებდით, მაგრამ ამის ახსნა რთულია".

"სამომავლოდ ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება. მარცხი არ დაგვიმსახურებია. საკმარისი მომენტი შევქმენით. შანსები ჰქონდა მოედანზე შეცვლაზე შესულ იოვიჩსაც. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მათ სასიკეთოდ მოხდა", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის D ჯგუფში "რეალი" 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, პირველ პოზიციაზე კი 6 ქულით "შერიფია".