ავტორიზაცია

"ასეთ თემებზე საუბრისას ყოველთვის ფრთხილი ვარ", - რიშარლისონი ევერტონიდან შესაძლო წასვლაზე

"ასეთ თემებზე საუბრისას ყოველთვის ფრთხილი ვარ", - რიშარლისონი ევერტონიდან შესაძლო წასვლაზე
თარიღი 29 სექ 2021, 17:33

"ევერტონის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რიშარლისონმა "კანფეტების" რიგებიდან წასვლა არ გამორიცხა.

"ყოველთვის ფრთხილი ვარ ასეთ თემებზე საუბრისას. "ევერტონისგან" ბრწყინვალე შთაბეჭდილებები მაქვს, კლუბში შესანიშნავად მიმიღეს".

"არ ვიცი, რა მელოდება მომავალში. თუ ოდესღაც წასვლა მომიწევს, მაშინ ეს არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ "ევერტონისთვისაც" სასარგებლო უნდა იყოს".

"თუმცა, თუ დავრჩები, ჩემს ცხოვრებას ამ გუნდს და მის გულშემატკივრებს მივუძღვნი, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში", - ციტირებს რიშარლისონის სიტყვებს Ole.

24 წლის ბრაზილიელი "ევერტონის" ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, ამ სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, რიშარლისონის სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს. ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მისი დამატებით "პსჟ" და "რეალი" ინტერესდებოდნენ.